суббота, 10 февраля 2024 г.

 პროექტი: "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!" 

პროექტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა. ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, დაფასება და მისი გადარჩენისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა. 



воскресенье, 30 июня 2019 г.

კიდევ ერთხელ საქართველოს დროშაზე...

ეს პროექტი  ორი წელია მიმდინარეობს ინტერნეტსა და ადგილებზე.  
შარშან ის მხოლოდ სასკოლო პროექტი იყო.
წელს კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო მასში ჩართვა.
პროექტი: “საქართველოს დროშა
შედეგი: ვირტუალური გამოფენა
ეძღვნება საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს - 14 იანვარს.
მიზანი: მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დროშის ისტორიის შესწავლა, სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარება, სახელმწიფო სიმბოლოებისადმი პატივისცემა, შემოქმედებითი ინტელექტის განვითარება, წარსულის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამომუშავება.
ექსპონატები: საქართველოს დროშა და გამოყენებითი ხელოვნების ნებისმიერი ნივთი საქართველოს დროშის გამოსახულებით.
დამზადების წესი: ნებისმიერი მეთოდით
მასალა: ნებისმიერი სახის.
მონაწილეთა ასაკი: შუზღუდავი.
ნამუშევრების ატვირთვის ბოლო ვადა: 13 იანვარი, 2019 წელი.
პროექტის ფასილიტატორი: . სიდამონიძე
@gmail: fiqriasidamonize@gmail.com
წლევანდელი პროექტის ფეისგვერდის მისამართი:  დაამზადე საქართველოს დროშა - 2019 წ.
შარშანდელი პროექტის ფეისგვერდის მისამართი: დაამზადე საქართველოს დროშა


სასკოლო გამოფენა 2019წ. -  მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს - 14 იანვარს...









კიდევ ერთი საერთაშორისო ღონისძიება...


და ჩვენს მიერ წარდგენილი სასკოლო გამოფენის ამსახველი მასალა. გამოფენა მიეძღვნა "ქართული ენის დღეს". გამოიფინა "ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა გამოცემები. თარგმანები სხვადასხვა ენებზე. International School Library Month (ISLM)
Made with Padlet

პროექტი E-twinning-ში


"Our heritage in an age of identity".. მასში ჩართული იყო 534 მონაწილე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენს მიერ წარდგენილი მასალა მხოლოდ ერთი სახელით - My country Georgia (Caucasus).. - სათაურით ერთიანდება. წარდგენილია რამდენიმე ალბომი თემებზე: "ქართული ეროვნული სამოსი", "თბილისი", "სიღნაღი", "ქართული ცეკვები", "კოლხური ოქრო" და "ძველი ქართული ოქრომჭედლობა". თითოეულ მათგანს უამრავი მოწონებაც დაუმსახურებია..

Made with Padlet

"კულტურული მემკვიდრეობა იდენტობის ხანაში"


ი-ტვინინგის პროექტი: - "კულტურული მემკვიდრეობა იდენტობის ხანაში". ბევრი რამის წარმოდგენა შეიძლებოდა ამ პროექტში, მაგრამ ყურადღება გავამახვილეთ 6 საკითხზე 1. თბილისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა 2. აბანოთუბანი, როგორც უნიკალური და უძველესი კულტურული ძეგლი. 3. სიღნაღი, როგორც არაჩვეულებრივი სანახაობა. 4. ქართული ოქრომჭედლობა, როგორც უნიკალური და უძველესი ხელოვნება 5. კოლხური ოქრო, ყველაზე ცნობილ ისტორიული ფაქტი. 6. ქართული ცეკვა, როგორც სულიერი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური მაგალითი.

Made with Padlet

პროექტი: დაამზადე საქართველოს დროშა

პროექტი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილეს (1918 წლის 26 მაისს). იგი ტარდება როგორც ადგილებზე (უშუალოდ, სკოლებში), ასევე, ონ-ლაინ რეჟიმში. შედეგებს იხილავთ აქ.
Made with Padlet





понедельник, 19 января 2015 г.

მე და ვიკიპედია

ვიკიპედიის  განვითარებასთან დაკავშირებული პროექტი, რომელშიც საქართველოს რამდენიმე სკოლა ჩაერთო.

პროექტის პრეზენტაციები

სურამის № 2 და რუსთავის №16 საჯარო სკოლებში