среда, 16 ноября 2011 г.

როგორ ვიყენებთ ადგილობრივ რესურსებს სასწავლო პროცესში?




პროექტის ფოტომასალა

ვიდეომასალები მუზეუმიდან. სამწუხაროდ, ტელეფონით გადაღებულია და ხარისხი ცუდია. მოსწავლეები აზუსტებენ დეტალებსიკვლევენ,  იხსენებენ ისტორიულ პირებს,ფაქტებსმოვლენებს. პროექტს უძღვება მანანა ხავთასი, პროექტის ავტორი, მუზეუმის თანამშრომელი და ასევე, პედაგოგი
http://www.youtube.com/watch?v=IcTwOqmvL7s&list=UUnwoK3ANlaxt48UA-X8xWfA
http://www.youtube.com/watch?v=TIyFv9FwuJE&list=UUnwoK3ANlaxt48UA-X8xWfA


პროექტის სახელწოდება
„სახალისო არქეოლოგია“
პროექტის მიზანი
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს:
1.
განიმტკიცებენ ისტორიულ ცოდნას,
2.
შეიძენენ ინტერპრეტირების უნარს,
3.
კვლევის უნარს,
4.
მსჯელობის, დასკვნის გამოტანის უნარს
და სხვ.
პროექტის აღწერა
მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან ინფორმაციას არქეოლოგიის და რაქეოლოგების, არქეოლოგიური გათხრების შესახებ , აზუსტებენ დეტალებს, იკვლევენიხსენებენ ისტორიულ პირებს, ფაქტებს, მოვლენებს.

მონაწილეთა ასაკი
15–16 წელი

ვადები/ხანგრძლივობა
2 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები სკოლაში და სკოლის გარეთ
არქეოლოგიის შესახებ ინფორმაციის მოძიება-დახარისხება;
პოსტერების შექმნა;
ადგილობრივი მხარემცოდნეობის მუზეუმის მონახულება;
ფოტოების გადაღება;
მუზეუმის სასწავლო პროექტში -"სახალისო არქეოლოგია" - ჩართვა;
მოსალოდნელი შედეგები

1.     კვლევითი უნარების განმტკიცება
2.    ისტორიული ცოდნის ინტერპრეტირება
3.     პოსტერების, ფოტოების, ვიდეომასალის დამზადება.
4.    და სხვ.
სარგებელი
მოსწავლეები განიმტკიცებენ მიიღებულ  ცოდნას;
განივითარებენ სხვადასხვა სახის უნარებს;
მოძიებული მასალა ხელმისაწვდომი იქნება ფართო წრისათვის;
შეიქმნება ბლოგი;
მასალა დაიდება ვებზე;

სამუშაო ენა
ქართული
კავშირი:
1. საგნებთან (საგნ. ჯგუფებთან)
2. ერ. სასწ. გეგმასთან
1.  ხელოვნება
2.  ესგ.
ისტ.X. 2მოსწავლეს შეუძლია   ისტორიის  დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის  განსაზღრა.
ინდ. (1,2)
  •   ჩამოთვლის ისტორიის  დამხმარე დარგებს, იცნობს მათ სპეციფიკას, გამოყოფს კვლევის უმთავრეს ობიექტებს;
  • მსჯელობს ისტორიული დარგების ადგილსა და მნიშვნელობაზე ისტორიული პროცესის შესაძლებელი სისრულით აღდგენისა და აღქმისათვის;




ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.
ინდ.(3)
  • აღიქვამს ეთნოგრაფიული და არქეოლიგიური მონაცემების, როგორც საისტორიო წყაროს, მნიშვნელობას; 





 

Комментариев нет:

Отправить комментарий