воскресенье, 30 июня 2019 г.

კიდევ ერთხელ საქართველოს დროშაზე...

ეს პროექტი  ორი წელია მიმდინარეობს ინტერნეტსა და ადგილებზე.  
შარშან ის მხოლოდ სასკოლო პროექტი იყო.
წელს კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო მასში ჩართვა.
პროექტი: “საქართველოს დროშა
შედეგი: ვირტუალური გამოფენა
ეძღვნება საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს - 14 იანვარს.
მიზანი: მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დროშის ისტორიის შესწავლა, სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარება, სახელმწიფო სიმბოლოებისადმი პატივისცემა, შემოქმედებითი ინტელექტის განვითარება, წარსულის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამომუშავება.
ექსპონატები: საქართველოს დროშა და გამოყენებითი ხელოვნების ნებისმიერი ნივთი საქართველოს დროშის გამოსახულებით.
დამზადების წესი: ნებისმიერი მეთოდით
მასალა: ნებისმიერი სახის.
მონაწილეთა ასაკი: შუზღუდავი.
ნამუშევრების ატვირთვის ბოლო ვადა: 13 იანვარი, 2019 წელი.
პროექტის ფასილიტატორი: . სიდამონიძე
@gmail: fiqriasidamonize@gmail.com
წლევანდელი პროექტის ფეისგვერდის მისამართი:  დაამზადე საქართველოს დროშა - 2019 წ.
შარშანდელი პროექტის ფეისგვერდის მისამართი: დაამზადე საქართველოს დროშა


სასკოლო გამოფენა 2019წ. -  მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს - 14 იანვარს...









Комментариев нет:

Отправить комментарий